კონფიდენციალურობის განაცხადი
მადლობა, რომ სარგებლობთ შშ კოკენის მომსახურებებითა და პროდუქტებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ ჩვენს მომსახურებას იგულისხმება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების განაცხადის პირობებს (შემდგომში - პირობები), ამასთან თუ თქვენთვის მიუღებელია წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, მაშინ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით (მათ შორის შეწყვიტოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდგომ/სხვა გვერდებზე გადასვლა).
გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები არ ვრცელდება ნებისმიერ ისეთ ინტერნეტ ვებგვერდზე, რომლებზე ბმულსაც ეს ვებ გვერდი შეიცავს, მაგრამ კონტროლირდება მესამე პირების მიერ(შემდგომში -მესამე პირების ვებ-გვერდები). ასეთ შემთხვევაში, თქვენ თავად უნდა გაეცნოთ მესამე პირების ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის განცხადებებს, რადგან კოკენი არ არის პასუხისმგებელი და არ აკონტროლებს მესამე პირების ვებ-გვერდების შემცველობას ან კონფიდენციალურობის განაცხადს. პირობებში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ამიტომ გთხოვთ,რეგულარულად გაეცნოთ მას.
მონაცემების დამუშავება
მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური,ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
მონაცემები,რომლებსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ
ჩვენ ვიყენებთ მოკლე საინფორმაციო ფაილებს (cookies), რომ შევაგროვოთ ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებისა და ჩვენი მომსახურების მომხმარებლების შესახებ. კერძოდ, როდესაც თქვენ შედიხართ ჩვენს ვებ-გვერდზეჩვენ ავტომატურად ვინახავთ თქვენს შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი IP მისამართი, browser–ის ტიპი, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პლატფორმის ტიპი, ვებ-მისამართი, რომლიდანაც ეწვიეთ ჩვენს გვერდს და რომელზეც გადახვალთ, მას შემდეგ რაც დატოვებთ ჩვენს ვებ-გვერდს, თარიღი და დრო, და ერთი ან მეტი cookies, რომელიც ერთმნიშველოვნად ახდენს თქვენი browser-ის ან ანგარიშის იდენტიფიცირებას. როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა ჩვენს მომსახურებებზე მობილური მოწყობილობის გამოყენებით, ჩვენ შესაძლოა მივიღოთ ან შევაგროვოთ თქვენი მობილური მოწყობილობის ID (UDID), მობილური ოპერატორი, მობილური მოწყობილობის მწარმოებელი და ტელეფონის ნომერი. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებისა და აქტივობების შესახებ. ა
მონაცემთა დამუშავების მიზნები
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის, პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების, გაუმჯობესებისთვის - ჩვენ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას იმისთვის, რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურებები, გავაუმჯობესოთ და შევქმნათ ჩვენს მომსახურებებთან და მეილებთან დაკავშირებული დადებითი სამომხმარებლო გამოცდილება.
მარკეტინგული კვლევებისთვის ჩვენ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;
თქვენთვის ელექტრონული მეილებისა და SMS შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი მომსახურებების და პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს; თაღლითური, შეურაცხმყოფელი, ბოროტი განზრახვის ან პოტენციურად უკანონო ქმედებათა გამოსავლენად და აღსაკვეთად, ჩვენს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ადმინისტრირების და სხვა მიზნებისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება
განგიმარტავთ, რომ პერსონალური მონაცემების და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებად არ ჩაითვლება იმ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, (ა) რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო და (ბ) რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მასზედ, რომ დავიცავთ ყველა მომხმარებლის კონფიდენციალურობას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს შიდა პოლიტიკა და პროცედურები იმისათვის, რომ დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა და შევასრულოთ შესაბამისი წესებისა და ნორმების მოთხოვნები. ჩვენი თანამშრომლები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ პოლიტიკას, პროცედურებს, წესებსა და ნორმებს.
ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთთ და ვინახავთ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის.